пятница, 5 июня 2015 г.

პროექტის მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. 
გადავხედეთ მეხუთე მოდულის შეკითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

вторник, 12 мая 2015 г.

ტრეინინგის მეექვსე დღე

დღეს მოსწავლის თვალთახედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი.
ამით უკეთესი წარმოდგენა გვექნება თუ რა თემატიკისა და უნარჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო პროცედურების დაგეგმვას შეუდექით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში.

суббота, 2 мая 2015 г.

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა, განვიხილეთ და ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა,კერძოთ გვერდების შექმნა. ფონის დადება, შრიფტის შეცვლა, სურათების ატვირთვა, სხვის ბლოგში კომენტარების დადება და პასუხის დაბრუნება

воскресенье, 26 апреля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ მიმართულების მიხედვით საკვანძო კითხები, განვიხილეთ  ერთმანეთის  პროექტები და მოვარგეთ მიმართულების მიმცემი კითხვები  ,ასევე     გავეცანით ერთმანეთის  ბუკლეტებს და  გავიგეთ  როგორ  დავადგინოთ მოსწავეების  საჭიროებები.